ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, რომელშიც "დინამო ბათუმი" ბრატისლავას "სლოვანს" დაუპირისპირდება, გურამ კაშიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"მართალი გითხრა არ მესიამოვნა, რომ "დინამო ბათუმს" შევხვდით. რაღაც უცნაური გრძნობა მაქვს. ამ საოცარ მოედანზე, საოცარი გულშემატკივრების თანდასწრებით თამაში დიდი სიამოვნებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რთული იქნება, მაგრამ მე ამჯერად "სლოვანის" ფეხბურთელი ვარ და ჩემი გუნდის ინტერესები უნდა დავიცვა.
"დინამო ბათუმმა" ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და 10 კაცის შემადგენლობით გუნდმა საოცარი თამაში აჩვენა. ამჯერადაც რთული მატჩი გველის. გიორგი ჩაკვეტაძეს ჩვენს გუნდში ადაპტაცია არ გაუჭირდება. ვარჯიშებზე ძალიან მონდომებულია და მის ბოლო ვარჯიშებს რომ ვუყურებ ბედნიერი ვარ, რადგან ვფიქრობ, ძველი გიო ბრუნდება.
წინა მატჩში გვქონდა უპირატესობა, მაგრამ ერთადერთი რაც დაგვაკლდა გოლი იყო. იმედია, ხვალ გავიტანთ", - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავას "სლოვანის" მატჩი ხვალ 21:00 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა სლოვაკეთში 0:0 დასრულდა.
ტატო ნიკურაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვუყურე მაგ ვიდეოს და ასო "რ" არ ისმოდა,ან რა ვიცი,იქნებ პროვოკატორ ბაბუ ფლორენტინოს გულისხმობდნენ)
რა მაგარი მეკარეც არ უნდა იყო, ყოველთვის ნაბო***ად დარჩები. ყველა გუნდში და ყველა თამაშში გეტყობა ხოლმე ეგ.