ფეხბურთი

14:20 | 12.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სლოვანის" ვებგვერდი: "აეროპორტშივე გამოჩნდა, რომ ბათუმში ფეხბურთით ცხოვრობენ"

ბრატისლავის „სლოვანი“ ბათუმში ჩავიდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს საქართველოს ჩემპიონთან ჩაატარებს.

როგორც სლოვაკური კლუბის ვებგვერდი წერს, აეროპორტშივე გამოჩნდა, რომ ადგილობრივები ფეხბურთით ცხოვრობენ. „სლოვანი“ წერს, რომ რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი ბათუმის აეროპორტში საქართველოს ნაკრების ფორმებით მივიდა და ისინი თბილად დახვდნენ, როგორც გურამ კაშიას, ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძეს, ისე ვლადიმირ ვაისს, რომელიც საქართველოს ნაკრებს 4 წელი წვრთნიდა.

დღეს ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება, ხოლო მატჩი ხვალ „აჭარაბეთ არენაზე“ შედგება. შეგახსენებთ, რომ ბრატისლავაში ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში გოლი არ გასულა.

0.132861