ფეხბურთი

23:45 | 11.07.2022 | ნანახია 861 - ჯერ

ლევანდოვსკის "ჩელსიში" გადასვლის ვარიანტი აქვს

რობერტ ლევანდოვსკის მიმდინარე ზაფხულს „ბაიერნის“ დატოვება სურს და მზადაა სხვა კლუბში გადავიდეს.

პოლონელის პრიორიტეტი „ბარსელონაში“ გადაბარგებაა, მაგრამ ბოლო დროს მოლაპარაკებები შეფერხდა. გერმანელი ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება, რომ ლევანდოვსკის „ჩელსიში“ გადასვლის შესაძლებლობა აქვს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პოლონელმა ფორვარდმა „ბაიერნის“ მაისურით 46 მატჩში 50 გოლი გაიტანა. მას მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და გერმანული კლუბი მის გასხვისებას ამ დრომდე არ თანხმდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:44 | 23.10.2018
kiniko (48)

EWF Junior&U23 აქ შედი და ლაივიცა და ლიდერ ბორდიც?

11:52 | 23.10.2018
luka1977 (286)

განრიგი კარგია მაგრამ ერთი შეკითხვა სად ვუყუროთ? ლაივ სტრიმი მაინც დაგედოთ.

0.064623
861