„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ოპტიმისტურ განწყობაზეა და ფიქრობს, რომ მის გუნდს წარმატებული სეზონი ჩასატარებლად ყველაფერი აქვს. გერმანელმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ სადიო მანე შესანიშნავი ფეხბურთელებით შეცვალეს და სენეგალელის წასვლა გუნდს არ დაეტყობა.
„ჩვენ ვიცით, რამდენად დიდი ფეხბურთელია სადიო, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. როცა მან გვითხრა, რომ წასვლა სურდა, რთული იყო და მისი შეცვლა მოგვიწია. საბედნიეროდ, ეს შევძელით ლუის დიასისა და ახლა დარვინ ნუნიესის მოყვანით, რომლებიც შესანიშნავი მოთამაშეები არიან.
ორი წლის წინ, როცა დიოგო ჟოტა დავიმატეთ, ის შესანიშნავად ათამაშდა. შესაძლოა ბობი ფირმინოს არ ჰქონდა სეზონი, რომელსაც ყველა ველოდით, მაგრამ ტრავმების ბრალია. ახლა ვარჯიშს დაუბრუნდა მსოფლიო დონის მოთამაშეა.
ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება: კრეატიულობა, შრომისმოყვარეობა. გვყავს მსოფლიოს ოთხი საუკეთესო ცენტრალური მცველი. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ კარგი გვექნება. თუმცა, არც ჩვენს კონკურენტებს სძინავთ, ისინიც გაძლიერდნენ. უნდა უნდა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ მთელი ძალით ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის და თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ წარმატების მიღწევას შევძლებთ“, - თქვა კლოპმა.