ფეხბურთი

15:52 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: "რონალდუ ჩვენს გეგმებში შედის"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა არ იგეგმება და მომდევნო სეზონისთვის ის მის გეგმებში შედის.

„მას ჩემთვის არ უთქვამს, რომ წასვლა უნდა. ეს მხოლოდ გაზეთებში წავიკითხე, მაგრამ კრიშტიანუ არ იყიდება, ჩვენი გეგმების ნაწილია და ერთად გამარჯვება გვინდა. მომავალ სეზონს რონალდუსთან ერთად ვგეგმავთ, სანამ ეს ჭორები გავრცელდებოდა, მას უკვე ველაპარაკე და ძალიან ნაყოფიერი დიალოგი იყო“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან 38 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112738