სხვა

3:23 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იუნგელსმა კორონვირუსსაც აჯობა და ტურის მეცხრე ეტაპიც მოიგო

ტურ დე ფრანსის დაწყებამდე, ლუქსემბურგელ ველომრბოლ ბობ იუნგელსს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მაგრამ ექიმებმა ითათბირეს და იმის გამო, რომ ორგანიზმში ვირუსის შემცველობა მცირე იყო, მას რბოლაში მონაწილეობის უფლება მისცეს. მან კი, ველოსიპედზე ამხედრებულმა, ჯერ ვირუსი დაამარცხა, შემდეგ კი რბოლის მეცხრე, სამთო ეტაპიც მოიგო!

„რბოლის წინ, მე ტესტზე დადებითი პასუხი მქონდა. მაგრამ მაინც დამიშვეს. და ბედად, დღეს ეს შევძელი“, - განცხადა იუნგელსმ, ვინც 2011 წლის ტურის გალიბიერის ურთულეს სამთო ეტაპზე, ენდი შლეკის გამარჯვების შემდეგ, პირველი ლუქსემბურგელია, რომელმაც ტურის ეტაპის მოგება შეძლო.

იუნგელსმა ბოლომდე გაუძლო ფრანგი თიბო პინოს შეტევას, ვისაც რბოლის მიწურულს ძალა გამოელია და ჩამორჩა. ლუქსემბურგელმა საბოლოოდ, ფინიშთან 22 წამით მიასწრო ესპანელ ჯონათან კასტროვიეხოს. მესამე ადგილიც ესპანელმა მრბოლმა, კარლოს ვერონამ დაიკავა, ვინც თანამემამულეს ოთხი წამით ჩამორჩა. პინო საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ლიდერის ყვითელი მაისური შეინარჩუნა სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა, ვინც რბოლა პელოტონთან ერთად, თავის უშუალო მეტოქის, დანიელი იონას ვინგეგაარდის წინ დაასრულა. მათთან სამი წამი დაკარგა მესამეზე მყოფმა ბრიტანელმა გერეინ თომასმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114534