საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებას იტალიის წინააღმდეგ (28:19) რაგბის სამყარო გამოეხმაურა. „ბორჯღალოსნების“ გამარჯვება შეუმჩნეველი ცნობილ გამოცემებსა თუ ვებგვერდებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. აი, რას წერენ ევროპაში საქართველოს ისტორიულ გამარჯვებაზე.
„საქართველოსთვის ისტორიული გამარჯვება. საქართველო თავისი ისტორიის ნაჭერს იტალიასთან ბათუმში 28:19 გამარჯვებით ქმნის“, - წერს Worldrugy.
„საქართველოს ტრიუმფი. საქართველომ იტალია 28:19 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოუგო ტიერ 1-ის გუნდს. 6 ერში მიწვევა მალე ფოსტაზე უნდა გაიგზავნოს“, - წერს Rugbypass.
„ეს იყო ქართული რაგბისთვის ღია კარი, რაგბის სამყაროსთვის მესიჯის გაგზავნის შანსი და „ბორჯღალოსნებმა“ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს. ეს იყო საეტაპო გამარჯვება, რომელიც რაგბის ბოსებმა უნდა გაითვალისწინონ. საქართველო ნამდვილი სარაგბო ქვეყანაა და მეტი მსგავსი თამაში სჭირდება, რათა აჩვენოს თავისი ღირსება და განვითარდეს, ხელი შეეწყოს მათ განვითარებას, როგორც მეორე დონის ქვეყანას. მოწოდებები, რომ ისინი 6 ერს შეუერთდნენ, ახლა უფრო გაიზრდება. ბევრს მიაჩნია, რომ 6 ერში აღზევება-დაქვეითების სისტემა უნდა შემოიღონ. ასეთი სცენარი პირველ რიგში იტალიასა და საქართველოზე იმოქმედებს. იტალიას 6 ერში 2015 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს, ხოლო საქართველო რაგბის ევროპას ყოველწელს იგებს. საქართველო კარგ რაგბს თამაშობს, მაგრამ ამ თამაშში ვნება და ენთუზიაზმი გადამწყვეტი იყო. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო გახლდათ და გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველო უფრო მეტს იმსახურებს. საქართველო მიჩვეულია დედაქალაქ თბილისში 50 000 გულშემატკივრის წინაშე თამაშს, ეს კი ბათუმში პირველი თამაში იყო და შანსი, რომ შეხვედროდნენ პირველი დონის გუნდს. რაგბი საქართველოს ეროვნული სპორტია და მის მიმართ ვნება ნათელია“, - წერს Daily Mail-ი.
„საოცრება ბათუმში, საქართველომ იტალიას 28:19 მოუგო. ბორჯღალოსნებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს იტალიის წინააღმდეგ, რომელიც ზედმეტად შეშინებული იყო. ესეც მოხდა, საქართველომ სიცოცხლის მატჩი ჩაატარა და მოიგო“, - წერს იტალიური სარაგბო საიტი Onrugby.
„ძალიან მოუმზადებელი იტალია მშიერი საქართველოსთვის. წაგება, რომელიც სასურველი არ იყო, მაგრამ მძიმე და დამსახურებული მარცხია! ბათუმში ფეიერვერკები აფეთქდა, საქართველომ კი იტალია 28:19 დაამარცხა იმ მატჩში, რომლის სახლში თამაშს მთელი ცხოვრება ელოდა, რათა ეჩვენებინა, რომ ისინიც იმსახურებენ ადგილს დიდ რაგბიში და 6 ერი დახურული არ უნდა იყოს. ახლო მომავალში არაფერი შეიცვლება, მაგრამ პოლიტიკური მესიჯები ძალიან ძლიერია. ბათუმში ძალიან ცხელი გარემო იყო და მოედანზე „ბორჯღალოსნებმა“ მაშინვე ცხადყვეს, რომ საქართველოსთვის სიცოცხლის თამაში იყო. ვიდეორეფერის ჩართვის შემდეგ მასპინძლები 5:0 დაწინაურდნენ, ხოლო 4 წუთის შემდეგ დავით ნინიაშვილმა აჩვენა, რატომ არის 20 წლის ასაკში ფენომენი. ეს არ იყო სხვა მატჩების მსგავსი და არ უნდა წაგვეგო. ეს გახლდათ ყინულოვანი შხაპი, რომელიც საჭიროც იყო“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა იტალია და ზოგადად, ტიერ 1-ის წარმომადგენელი მეტოქე ისტორიაში პირველად დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ზაფხულის სერიების ეგიდით ბოლოს მატჩს 16 ივლისს ქუთაისში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თემო შენი თავიც ერტფეროვნად ლაპლაპებს მაგრამ ვინმეს აქვს პრეეტენზია ?
ეე...პროფესორა....გეტყობა სამხრეთელებს რომ გულშემატკივრობ....ინგლისს აკლია ფანტაზია????? გუნდმა მარტო პირველ ტაიმში შექმნა 5-6 100 % მომენტი.....მეორეში ტუნის 11 კაცით ჩაჯდა და მასეთ დამცველ გუნდს აგერ მესიმაც ვერაფერი მოუხერხა...რა ფანტაზია გინდა...???? მიაპრესინგეს ტუნისი....აიძულეს კუთხური....დაუსხლტა კეინი მცველს და შეთხარა....ნეტა ასე ჩბენ გვეტამაშა....ინგლისი ძალიან მშიერი გუნდია...გამოუცდელი..მაგრამ ძაააააააან სახიფათო
ეს რომ ყოფილიყო ინგლისის ტრენერი და ჟურნალისტს ეკითხა ერთფეროვნად რატო ითამაშამეთო დედის ხახას გამოუღებდა მინაშვილს, რას ამბობთ იგნლისს 1880 წლის მერე ამდენი მომენტი ერთ თამაშში არ ქონიაო
1-უოკერი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა,და იქ არ გამოდის თამაში.სწორედ ესაა აკიდებული პენალტის მიზეზი.
2-ინგლისს 2 სრულფასოვანი სათამაშო სქმა აქვს.გუშინდელი სქემა იყო მიმართული ბურთის სწრაფ გათამაშებაზე მოედნის მესამე მეოდხედში,რაც პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოსდიოდათ.არის ვარიანტი უოკერის ლატერალად გამოყენების და დაიერის საყდენ ზონაში ჩასმის.ეგ უფრო პოზიციური შეტევისთვისაა.
3-კუთხურებს რაც შეეხება,ეს ძალიან მნიშვნელოვანია,და ამ ასპექტში ძაან მომატებული აქვთ ინგლისელებს.ეს მწვრთნელის მუშაობაზე მიუთითებს და ქეცბასთვის შეიძლება უცნაური იყოს
ინგლისზე ნაწილობრივ ვეთანხმები ნაწილობრივ არა.ინგლისი არც მე მგონია მთავარი ფავორიტი ლოგიკირად არც არის მაგრამ იმაში ვერ დავეთანხმები რო ინგლისელებს მარტივი კომბიმაციები ქონდათ და სწორხაზოვნად უტევდნენ არა პირველი ტაიმი ძაან მაგარი იყო ინგლისი ძალიან ჭკვიანური კომბინაციებით ერთადერრთი რაშიც დაადანაშაულებ გამოუყენებელი მომენტები იყო.რუსეთს რაც შეეხება ალბათ კიდევ ერთი მაღალი დონის მატჩი მიემატება ამ ტურნირს ყველაფერი სალაჰზეა მჯერა რო ეგვიპტე გავა.არამგონია მომო100%მზად იყოს მაგრამ შეეცდება მაქსიმუმს დადებს
რაო რაო თემურაამ ? ინგლისია ერთფეროვანიო ?



ოოოხ შე მრავალფეროვანო !!!
თავის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებთან შედარებით იყო ერთფეროვანიო