ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფრედმა კარიერა დაასრულა. 38 წლის ფორვარდის ბოლო კლუბი „ფლუმინენსე“ გამოდგა, რომლის რიგებში 2020 წლიდან ირჯებოდა და 94 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.
ფრედს თავის დროზე „ამერიკა მინეიროში“, „კრუზეიროში“, „ლიონში“, „ატლეტიკო მინეიროში“ უთამაშია, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში 2005-2014 წლებში 39 მატჩში 18 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ფრედი „მარაკანაზე“ გააცილეს, რომელსაც საპატიო წრე ველოსიპედით დაარტყა.