ფეხბურთი

19:43 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" პორტუგალიელ მეკარეს დაიმატებს

რომის „ლაციო“ „გრანადას“ პორტუგალიელ მეკარეს, ლუიშ მაშიმიანოს დაიმატებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

23 წლის კიპერსა და რომაულ კლუბს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და პორტუგალიელი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

მაშიმიანო „გრანადაში“ 2021 წლიდან თამაშობდა, ხოლო მანამდე ლისაბონის „სპორტინგის“ კარს იცავდა. საინტერესოა, რომ „ლაციო“ ამ ზაფხულს ტომას სტრაკოშამ და პეპე რეინამ დატოვეს და მაურიციო სარის გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება მეკარის გარეშე დაიწყო.

0.116674