ბუდაპეშტის გრანდ სლემზე საქართველოს მეოთხე მედალი ბექა ღვინიაშვილმა მოუტანა, რომელიც ბრინჯაოს დაეუფლა.
90 კგ წონით კატეგორიაში ღვინიაშვილმა სერბი მიჰაილო ჩირიჩი, ტაჯიკი ჟახონგირ მაჟიდოვი და ამერიკელი ჯონ ჯაინი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაოს გაეჯიბრა, რომელთანაც დამარცხდა. შესაბამისად, ბექა ფინალურ ბლოკში ბრინჯაოსთვის იბრძოლა და მისი მეტოქე უნგრელი გერგელი ნერპელი იყო, რომელსაც ძალიან იოლად, 50 წამში იპონით აჯობა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ასევე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს გელა ზაალიშვილი, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში იასპარეზებს.