ფეხბურთი

16:32 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კუნდე შესაძლოა "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს

„სევილიასა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველი ჟულ კუნდე შესაძლოა „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.

23 წლის ფრანგით პეპ გვარდიოლას გუნდი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ნათან აკე „ჩელსიში“ გადასვლასთან ახლოსაა. კუნდეს სწორედ მის შემცვლელად მოიაზრებენ. აღსანიშნავია, რომ კუნდესთვის „ბარსელონა“, „ჩელსი“ და „ბაიერნიც“ იბრძვიან.

გასულ სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

0.12305