ფეხბურთი

15:15 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიკაიო ტომორით "მანჩესტერი" დაინტერესდა

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ „მილანის“ ცენტრალური მცველის, ფიკაიო ტომორით დაინტერესებულია.

Corriere Della Serra-ს ცნობით, ინგლისური გრანდი 24 წლის ფეხბურთელის შეძენის ვარიანტს განიხილავს. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ „მილანს“ ტომორისთან განშორება არ სურს და ფეხბურთელთან კონტრაქტის 2027 წლამდე განახლებას ცდილობს. ინგლისელიც ჯერჯერობით, სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს.

ფიკაიო ტომორი „მილანმა“ 2021 წლის იანვარში დაიმატა და მას შემდეგ ინგლისელი „როსონერის“ ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა. ინგლისელმა კარიერა „ჩელსიში“ დაიწყო, რომლის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112966