ფეხბურთი

14:04 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ფეჰერვარის" დირექტორი: "ზივზივაძე შეიძლება წავიდეს, სხვა კლუბები ინტერესდებიან"

ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულს „ფეჰერვარი“ დატოვოს. როგორც უნგრული კლუბის სპორტულმა დირექტორმა შალოი იშტვანმა განაცხადა, ქართველი ფეხბურთელის მიმართ რამდენიმე კლუბი ინტერესს იჩენს.

„გასული სეზონის შესანიშნავი მეორე ნახევრის შემდეგ მან საკუთარი თავი იპოვა და ჩვენთან მოტივირებული დაბრუნდა. თუმცა, რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, შესაბამისად, მისი წასვლა გამორიცხული არაა“, - თქვა იშტვანმა.

ბუდუ ზივზივაძეს „ფეჰერვართან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და ახალი სეზონისთვის სწორედ ამ კლუბში ემზადება. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით „უიპეშტში“ გაატარა, რადაც 14 თამაშში 11 გოლის გატანა მოასწრო. ზივზივაძეს წარმატებული პერიოდი ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც, რომლის რიგებში მარტსა და ივნისში 3 გოლი გაიტანა.

"ფეჰერვარმა" სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატჩი "ფენერბაჰჩესთან" გამართა და 0:3 წააგო. ზივზივაძემ ამ შეხვედრაში პირველი 45 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110951