„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი ლონდონის „ჩელსიში“ გადავა. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, ყველა დეტალზე საბოლოო შეთანხმება შედგა და „სიტი“ დათანხმდა ინგლისელი შემტევის გასხვისებას. მანჩესტერები 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ, რასაც ბონუსის სახით 10 მილიონიც დაემატება.
სტერლინგი, რომელსაც ტომას ტუხელი პირადად ესაუბრა, „ჩელსისთან“ პირად კონტრაქტზე კარგა ხანია შეთანხმებული იყო. ის „არისტოკრატებთან“ ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, ერთი წლით განახლების ვარიანტით.
27 წლის სტერლინგი „ლივერპულის“ აღზრდილია, რომლის რიგებში 2011-2015 წლებში 129 მატჩში 23 გოლი გაიტანა, ხოლო 2015 წლიდან „მანჩესტერ სიტიში“ ირჯებოდა და 339 შეხვედრაში 131 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში სტერლინგს 77 თამაშში 19 გოლი აქვს მითვლილი.