ტურ დე ფრანსის მერვე ეტაპი ბელგიელმა ვუტ ვან აერტმა მოიგო. მიმდინარე ველომარათონზე, ეს მისი მეორე გამარჯვებაა. შვეიცარიის ლოზანაში, ფინიშზე მან ბოლო ორ ასეულ მეტრზე საგრძნობლად გაზარდა ტემპი და ხაზი პირველმა გადაკვეთა. ამ მოგებით, მან ქულების ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა.
გადამყწყვეტი გამოდგა ბოლო, 4.8-კილომეტრიანი აღმართი, რომლის საშუალო დახრა 4.6 პროცენტი იყო. სპრინტერულ ფინიშზე მან უკან მოიტოვა ავსტრალიელი მაიკლ მეტიუზი. რვა ეტაპის შემდეგ, ვან აერტი ქულების ჩათვლაში 115 ქულას უგებს მეორეზე მყოფ ჰოლანდიელ ფაბიო იაკობსენს.
„ტურის დაწყებამდ ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ ლონგვის და ლოზანას ეტაპებისთვის უნდა მებრძოლა. ძალიან მიხარია. ვამაყობ იმით, რომ გუნდს გარჯა მოგებით დავუფასე. აღმართი არ იყო გრძელი. ყველაზე მკვეთრი აღმართებისას ზღვარზე ვიყავი. მაგრამ ვიცოდი, რომ ბოლო 200-300 მეტრი სწორი გზა იქნებოდა“, - განაცხადა ვან აერტმა.
სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა ლიდერის ყვითელი მაისური შეინარჩუნა. მან მერვე ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, რისთვისაც 4-წამიანი ბონუსი მიიღო.
მეცხრე ეტაპზე, ველომარათონი საფრანგეთს დაუბრუნდება. სამთო მონკვეთებზე 192.9 კილომეტრია გასავლელი.