ფეხბურთი

22:20 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ტესტებმა აჩვენა, რომ კვარაცხელიას ჯერ ვარჯიში სჭირდება, მაგრამ მშვიდად ვართ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შეკრების პირველი დღის ბოლოს პრესკონფერენცია გამართა და მას პირველივე შეკითხვა ახალწვეულების შესახებ დაუსვეს.

იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ხვიჩას ჯერ ვარჯიში სჭირდება, მაგრამ მშვიდად არის, რადგან იცნობს მის შესაძლებლობებს.

„კვარაცხელია და ოლივერა ძალიან მოტივირებულები არიან, ისინი კარგ დროს შემოგვიერთდნენ, რომ ამ შეკრებაზე მაქსიმუმი აჩვენონ. კვარას ტესტებმა აჩვენა, რომ ჯერ ცოტა ფიზიკური ვარჯიში სჭირდება. თუმცა, მშვიდად ვართ, რადგან ვიცით მისი ხარისხი, კვარაცხელია და ოლივერა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქ ყოფნისთვის საჭირო თვისებები აქვთ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველად დღეს ივარჯიშა და პირველივე ორმხრივ თამაშში თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

0.11419