„ლივერპულისა“ და „ასტონ ვილას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სტენ კოლიმორმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთვის საუკეთესო ვარიანტი „ჩელსიში“ გადასვლა იქნებოდა.
„რონალდუ ვერ ეწერება „იუნაიტედის“ ევოლუციურ პროექტში, რომელსაც ერიკ ტენ ჰაგი აპირებს. ეს უეჭველია. ამიტომ ვამბობ, რომ ის სხვა კლუბში უნდა გადავიდეს. ჩემი აზრით, იდეალური მისთვის „ჩელსი“ იქნებოდა. მისი გოლები და სტერლინგის პასები ლონდონელებს „სიტის“ და „ლივერპულს“ მიაახლოებდა.