„დინამო თბილისის“ ახალწვეულმა ჯიმი ტაბიძემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც 26 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, მან კარგად იცის, რომ „დინამოში“ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. „დინამო თბილისის“ მაისურის ტარება ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია, მაგრამ ასევე არის ძალიან საპასუხისმგებლო და ვეცდები, რომ ყველაფერი ღირსეულად გავაკეთო.
ტრავმის შემდეგ დიდი ხანი გამიცდა და ჩემი აზრით, შედარებით ნაცნობი გარემო უფრო დამეხმარება ფიზიკურად და მენტალურად, რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინო სათამაშო ფორმა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელთან ერთადაც შედარებით პატარა ასაკში ვმუშაობდი და რომელსაც ჩემს პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი დიდი წვლილი მიუძღვის.
მინდა, „დინამო თბილისის“ გულშემატკივარს მივმართო: ზუსტად ვიცი, რა გუნდში ვიმყოფები, 100%-ით გათავისებული მაქვს ყველანაირი პასუხისმგებლობა და ჩემი მხრიდან ყველანაირად ვეცდები, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინო ფორმა და გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, - თქვა ტაბიძემ.
შეგახსენებთ, ჯიმი ტაბიძე ზუსტად 1 თვის წინ ბელგიურ „კორტრაიკს“ შეუერთდა, მაგრამ ბელგია დატოვა და „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პ.ს. პერსპექტივაში, რომ არა ტრავმები, საუკეთესო იყო, ჩემი აზრით, ამ თაობის ქართველ მცველებში. ცენტრშიც კარგია და ფლანგზეც. ფეხბურთელი, რომელიც აზროვნებს.
ბელგია რომ დატოვა, გავიგეთ, მაგრამ რატომ დატოვა, შეიძლება ეს გაარკვიოთ? ახლახანს მივიდა კლუბში, კონტრაქტი გააფორმა, წარადგინეს და ისე წამოვიდა, თამაში არ უთამაშია. რა მოხდა?