სხვა

10:21 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეტლით მოფარიკავეების 2 მედალი ვარშავის მსოფლიო თასზე

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ვარშავის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი მედალი მოიპოვა. ირმა ხეცურიანი ვერცხლს, ხოლო ნინო თიბილაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა.

რაპირით ფარიკაობაში ორივე მათგანმა მედლები რაპირით ფარიკაობაში დაისაკუთრეს. ხეცურიანმა ნახევარფინალში ამერიკელი ელენ გედესი ანგარიშით 15:12 დაამარცხა, თუმცა, ფინალურ შეხვედრაში ტაილანდელ სან სუნ იანასთან 15:7 წააგო და მეორე ადგილზე გავიდა.

თიბილაშვილმა კი ნახევარფინალში უნგრელ ევა ჰაიმსთან შეხვედრისა ანგარიშით 15:10 დათმო და მესამე ადგილი დაიკავა.

0.125128