სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:16 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლენგლე "ტოტენჰემში" ითამაშებს

„ბარსელონას“ მცველი კლემენ ლენგლე კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

ლენგლე ანტონიო კონტეს გუნდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და „დეზებს“ ფრანგი მცველის გამოსყიდვის უფლება მომდევნო ზაფხულს ექნებათ.

27 წლის ფეხბურთელი „ბარსელონაში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 160 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ნანსისა“ და „სევილიას“ ღირსებას იცავდა. ლენგლეს საფრანგეთის ნაკრებში 15-ჯერ აქვს ნათამაშები და გოლი ერთხელ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116788