ფეხბურთი

0:40 | 9.07.2022 | ნანახია 519 - ჯერ

გაბრიელ ჟეზუსმა "არსენალში" დუბლით დაიწყო

ლონდონის „არსენალმა“ სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური მატჩი გერმანულ „ნიურნბერგთან“ ჩაატარა და უხვგოლიან შეხვედრაში 5:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ „მეთოფეებმა“ პირველი ტაიმი 0:2 წააგეს.

თუმცა, მეორე ტაიმში მეტოქე დაჯაბნეს. დუბლი შეასრულა გაბრიელ ჟეზუსმა, რომელმაც „არსენალში“ პირველად ითამაშა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და 90 წამი დასჭირდა სადებიუტო გოლის გასატანად, ხოლო მერე 75-ე წუთზე შეაგდო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საინტერესოა, რომ გერმანელებმა ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანეს. შეგახსენებთ, „არსენალმა“ გაბრიელ ჟეზუსი „მანჩესტერ სიტიდან“ 52 მილიონ ევროდ იყიდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.12508