„დინამო თბილისის“ აკადემიიდან ლისაბონის „სპორტინგში“ - პაპუნა ბერუაშვილი კარიერას პორტუგალიურ კლუბში გააგრძელებს.
18 წლის მეკარე „სპორტინგს“ უკვე შეუერთდა და ინფორმაციაც ლისაბონელებმა ოფიციალურად დაადასტურეს. სავარაუდოდ, ბერუაშვილი ამ ეტაპზე ასაკობრივ, 23-წლამდე გუნდში ითამაშებს. პაპუნა პორტუგალიელებს იჯარით შეუერთდა და 2023 წლის ზაფხულში ლისაბონელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პორტუგალიის უდიდეს კლუბს შევუერთდი. კლუბის ისტორია ვიცი, რადგან მუზეუმში ვიყავი და ბევრი რამ გავიგე. ვეცდები, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და განვითარდე“, - აღნიშნა ქართველმა მეკარემ.
ბერუაშვილი საქართველოს 18-წლამდე ნაკრებს კაპიტნობდა და „დინამო თბილისის“ მეორე გუნდში თამაშობდა. პირველ გუნდში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, თუმცა ოთხჯერ სამატჩო განაცხადში იყო, შარშანდელ სეზონში ეროვნულ ლიგასა და კონფერენს ლიგაზე.