ფეხბურთი

19:26 | 8.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" კაპიტანი "ლაციოში" გადავა

„მილანის“ ყოფილი კაპიტანი ალესიო რომანიოლი კარიერას „ლაციოში“ გააგრძელებს. Sky Sport-ის ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს.

რომანიოლი რომაულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. მისი ხელფასი სეზონში ბონუსების ჩათვლით 3.4 მილიონი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ რომანიოლი „რომას“ აკადემიაში გაიზარდა და პროფესიონალურ დონეზეც პირველად „ჯალოროსიში“ ითამაშა, თუმცა ის არასდროს მალავდა, რომ ბავშვობიდან „ლაციოს“ გულშემატკივარი იყო.

ალესიო „მილანს“ 2015 წელს „სამპდორიადან“ შეუერთდა და მას შემდეგ 247 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. 2018 წელს ის გუნდის კაპიტანი გახდა, მაგრამ გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ხოლო 30 ივნისს „როსონერისთან“ კონტრაქტიც ამოეწურა, რომელიც არ განახლებულა. 27 წლის რომანიოლის იტალიის ნაკრებში 12 მატჩში 2 გოლი აქვს აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116205