რაგბი

18:18 | 8.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს მატჩისთვის ისე ვემზადებით, როგორც ახალ ზელანდიასთან"

იტალიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კირან ქროულიმ საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ახალზელანდიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მათ კარგად იციან ამ თამაშის მნიშვნელობა, მაგრამ ისე ემზადებიან, როგორც პორტუგალიასთან და ახალ ზელანდიასთან მატჩებისთვის ემზადებოდნენ.

„ვიცით, რომ ძალიან ძალისმიერი თამაში იქნება გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო წლებში რაგბის ევროპის ჩემპიონატზე დომინანტია. თუმცა, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, ვემზადებით ისე, როგორც პორტუგალიასთან ან მანამდე ახალ ზელანდიასთან სათამაშოდ ვემზადებოდით. საკუთარი თავი მეტოქის მიხედვით არ უნდა შევცვალოთ. თავდაჯერებული ვარ, რადგან ამ კვირაში ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა, ვნახოთ, კვირას რა მოხდება.

ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება, მაგრამ საკმარისი დრო გვქონდა მოსამზადებლად და ამიტომ, მზად ვიქნებით. ვიცით ამ მატჩის მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ისე საქართველოსთვის. ფუნდამენტური შეხვედრა იქნება და კონცენტრირებული ვემზადებით, ყველა მატჩზე ნაბიჯ-ნაბიჯ. ახლა ჩვენი პროგრესის ევოლუციაში ვართ და გვინდა, კვირასაც მაღალ დონეზე თამაში გავაგრძელოთ“, - თქვა ქროულიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო იტალიას აქამდე ორჯერ შეხვედრია, 2003 და 2018 წლებში. ორჯერვე გამარჯვება „აძურიმ“ მოიპოვა. მოახლოებული მატჩი კი 10 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

0.113101