იტალიის სერია A-ს დებიუტანტი „მონცა“ ახალ სეზონში დიდ მიზნებს ისახავს, ყოველ შემთხვევაში, კლუბის გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ თქვა, რომ ისინი ათეულში მოხვედრას უმიზნებენ.
იტალიური მედია იტყობინება, რომ სილვიო ბერლუსკონისა და გალიანის დუეტს ამჯერად ედინსონ კავანის გადაბირება სურთ. ურუგვაელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბს ეძებს.
როგორც ცნობილი გახდა, „მონცასა“ და ფეხბურთელს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. ურუგვაელს მანამდე „სალერნიტანა“ იწვევდა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.
შეგახსენებთ, რომ კავანიმ სახელი სწორედ იტალიაში გაითქვა, სადაც ჯერ „პალერმოს“ და მერე „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა, ხოლო კარიერაში პსჟ-სა და „მანჩესტერის“ რიგებშიც უთამაშია.
აქვე გეტყვით, რომ „მონცამ“ არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი უკვე დაიმატა - ანდრეა რანოკია, სტეფანო სენსი, მატეო პესინა და ალესიო კრანიო.