ფეხბურთი

10:25 | 8.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სხირტლაძე: "ესტონეთიდან გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არ განიხილება"

„დინამო თბილისის“ ფეხბურთელებმა ანზორ მექვაბიშვილმა და დავით სხირტლაძემ კომენტარი გააკეთეს. ორივე მიიჩნევს, რომ ამ წაგებას გამართლება არ აქვს და ყველაფერი ესტონეთში უნდა გამოასწორონ.

„თამაშის შეფასება არ მინდა, ამ შედეგს გამართლება არ აქვს. ქომაგს ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ. ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არ განიხილება“, - თქვა სხირტლაძემ.

„არ შეიძლება ასე თამაში და სამწუხაროდ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ. ვალდებულები ვართ ეს ეტაპი გადავლახოთ. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, 1 კვირის შემდეგ სახლში შემდეგი ეტაპის საგზურით უნდა დავბრუნდეთ“, - თქვა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ესტონეთში 14 ივლისს გაიმართება, წყვილში გამარჯვებულს კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის „არარატ-არმენია“ ელოდება.

0.115422