რაფაელ ნადალი უიმბლდონს მუცლის ტრავმის გამო ჩაეხსნა და ნახევარფინალს არ ითამაშებს. ამის შესახებ ლეგენდარულმა ესპანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უიმბლდონს უნდა ჩავეხსნა. გუშინ მუცლის ტკივილი მქონდა და მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ვფიქრობ, თამაშის ცდას აზრი არ აქვს. თუ ვითამაშებ, ალბათ, ჩემი ტრავმა გაუარესდება, მართლა ძალიან ვწუხვარ. არ შემიძლია გავრისკო თვეობით ლაზარეთში ყოფნა მხოლოდ ერთი თამაშის სათამაშოდ. ვამაყობ, რომ ფრიცთან თამაშის დასრულება მოვახერხე, მაგრამ ახლა ტრავმაზე უნდა ვიფიქრო. ალბათ, 3-4 კვირა ვერ ვითამაშებ, შემდეგ კი ვიმედოვნებ, რომ დავბრუნდები“, - თქვა ნადალმა.
ამრიგად, ნიკ კირიოსი უიმბლდონის ფინალში უბრძოლველად გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩისა და კამერონ ნორის შორის საუკეთესოს შეხვდება. შეგახსენებთ, ნადალს დიდი სლემის ტურნირი 22-ჯერ აქვს მოგებული, კონკრეტულად უიმბლდონზე კი ორჯერ იმარჯვა - 2008 და 2010 წლებში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ორი უიმბლდონი ძვლივს მოიგო
არასდროს არ ყოფილლა ბალახი ამის ფაორიტი საფარი
მაინც ვერ იგებს
რა აზრი აქვს ამის თამაშსაქ
bacho-nadal ბაჩო სად ხარ გამოდი ნოვაკის თელავის ბადე კვლავ in action
))))
ე ბიჯო, მე აქედან ვხედავდი რომ ამდენი აღარ შეგეძლო და შენ რომ თავზე ხალხი გახვევია, ისინი ფულს ითვლიან მარტო?! თუ შენვე აღარ უჯერებ არავის, გაპირველების შემდეგ?