ფეხბურთი

1:05 | 8.07.2022 | ნანახია NaN - ჯერ

"პაიდეს" მწვრთნელი: "ამ მოგებით მომდევნო ეტაპზე არ გავსულვართ"

კონფერენს ლიგაზე „დინამო თბილისთან“ გამარჯვების (3:2) შემდეგ „პაიდეს“ მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მოგების მიუხედავად, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

„მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ, არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი გადაწყდა. მითუმეტეს, სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობაც აღარ არსებობს. ამიტომ, ყველაფერი ესტონეთში გადაწყდება. ისეთი თამაში იყო, როგორსაც ველოდით. ჩვენი მიზანია, რომ საპასუხო შეხვედრაშიც გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო“, - თქვა ესტონელმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა“ და „პაიდეს“ საპასუხო მატჩი 14 ივლისს გაიმართება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:37 | 02.03.2016
tato777 (1280)

ამანაც თუ არ გაამართლა და მაშინ ფეხბურთის ......

03:22 | 03.03.2016
kelbo (7279)

გაამართლა რა არიოლი-რეშკა ხო არაა ამხელა პრეზიდენტი კაცი

18:08 | 02.03.2016
kelbo (7279)

კაი ახლა, ინფანტინო შვეიცარელია და გლახას რავა იკადრებს...
ა, მეიცა, ბლატერი სადაური იყო?

20:18 | 02.03.2016
stoikovich (5984)

ბლატერმა ჩემი საქმეების ღირსეული გამგრძელებელი იქნებაო, ბრძანა

18:37 | 02.03.2016
hamilton (1371)

პრინცების და შეიხების მართვას ისევ ჯობს შეჩვეული ჭირი..

17:41 | 02.03.2016
kelbo (7279)

"მცხოვანი ბიზნესმენის განცხადებით, მისმა თანამემამულემ არჩევნები ბინძური გზებით მოიგო და თავისი წინამორბედის გზის გამგრძელებელია."
---------------
კიმარა ინფანტინო შვეიცარელი არაა?
თუ შვეიცარიაში დაბადებული იტალიელია?

18:01 | 02.03.2016
Buratino (3505)

ჯანი ინფანტინო არის იტალიური ფესვების (წარმოშობის) მქონე შვეიცარიის მოქალაქე

18:10 | 02.03.2016
kelbo (7279)

ხო მეც მასე ვიცი ანუ შვეიცარელია რა.... ზოგადად შვეიცარიის ერთი მეოთხედი თუ მესამედი იტალიური ფესვებითაა და ენაც იტალიური აქვთ (ყოველ შემთხვევაში იტალიური შვეიცარიაში 4 ოფიციალური ენიდან ერთერთია)

0.065818