ფეხბურთი

23:28 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "უბრალოდ, ბოდიში უნდა მოვიხადოთ"
"თამაში ჩვენით დავთმეთ"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესტონურ „პაიდესთან“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, თამაშის შეფასებას აზრი აქვს, უბრალოდ საპასუხო შეხვედრაში მოედანზე ღირსების დასაცავად უნდა გავიდნენ.

„თამაშის შეფასებას აზრი აქვს - თქვენი და გულშემატკივრების წინაშე უბრალოდ ბოდიშს ვიხდი. საპასუხო მატჩი არის ჩვენი ღირსებისთვის, რათა ყველაფერი უკან დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე არ უნდა ხდებოდეს, ასე არ უნდა ვთამაშობდეთ და ასე მარტივად არ უნდა ვთმობდეთ ყველაფერს. მეტოქემ ხასიათით გვაჯობა, მაგრამ ჩვენთვის არ უჯობნია, თამაშში, ჩვენ დავთმეთ ყველაფერი. სიძლიერით ვჯობდით, მაგრამ მთავარია, რა წერია ტაბლოზე 90 წუთის შემდეგ. სწორედ ეს არის ხასიათი.

დაცვაში პრობლემებს თქვენსავით აქ სანამ მოვიდოდი, მანამდეც ვხედავდი და ამის მოგვარებაზე დიდი ხანია ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ბოდიში და მეორე მატჩი იქნება ჩვენი ღირსებისთვის. სხვანაირად უნდა ვითამაშოთ, სხვა ხასიათით, თითქოს ეს იყოს ჩვენს ცხოვრებაში ბოლო საქმე, რასაც გავაკეთებთ“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.

0.129053