კონფერენს ლიგაზე ყველა ქართული გუნდი დამარცხდა. „დილასა“ და „საბურთალოს“ შემდეგ „დინამო თბილისმა“ წააგო.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი შინ ესტონურ პაიდესთან ვერაფერს გახდა, 2:3 დამარცხდა და საპასუხო მატჩის წინ მძიმე მდგომარეობაშია.
„დინამო თბილისი“თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, შეხვედრის ბოლო მეოთხედის გარდა, რაც გარდამტეხი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო...
ანგარიში კი 22-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფლნაგზე ითამაშა კარგად და მისი პასით დავით სხირტლაძემ გაიტანა. პირველ ნახევარში მეტი გოლი აღარ გასულა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებს სახიფათო მომენტები კიდევ ჰქონდათ. სამაგიეროდ, მოედანზე ვითარება მეორე ნახევარში შეიცვალა, რომლის სტარტზე თბილისელებმა ორი რეალური მომენტი გაანიავეს.
61-ე წუთზე კი ესტონელებმა კარისკენ პირველივე დარტყმა გოლით დაასრულა. დაცვაში „დინამოს“ შეცდომა სიიმ ლუტსმა არ აპატია და ანგარიში გაათანაბრა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს 4 წუთი დასჭირდა, რომ უპირატესობა ისევ მოეპოვებინა. ამჯერად გოლი ლევან ხარაბაძემ გაიტანა, რომელმაც მეკარეს უძლიერესი დარტყმით გაუტანა. ზოგადად, ესტონელები რამდენჯერად გადავიდნენ თბილისელთა ნახევარზე, პრაქტიკულად ყოველთვის ხიფათი შექმნეს. 75-ე წუთზე პაიდეს მორიგი კონტრშეტევისა და ლუტსის დარტყმის მერე დინამო ძელმა გადაარჩინა. 6 წუთის შემდეგ დინამო გოლს მაინც ვერ გადაურჩა. ებრიჰა სინგატე სჯარიმოში უმეთვალყურეოდ იყო და გატანა არ გასჭირვებია.
89-ე წუთზე კი სრული კატასტროფა: „დინამომ“ მესამე გოლი გაუშვა, ამჯერად კრისტოფერ პიჰტისგან და წააგო - 2:3. "პაიდემ" ევროტურნირებზე ისტორიაში პირველი თამაში მოიგო...
აქვე გეტყვით, რომ „დინამო თბილისისა“ და „პაიდეს“ საპასუხო მატჩი 14 ივლისს, ესტონეთში გაიმართება.
„დინამო თბილისი“ – „პაიდე“ 2:3 (1:0)
თბილისი, „დინამო არენა“
„დინამო თბილისი (4-2-3-1)“: პრიეტო; მალი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე, ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი 46), მექვაბიშვილი; კირკიტაძე (კობოური 86), ბარნსი (ჩხეტიანი 86), კამარა (იმრანი 58); სხირტლაძე (ბილენკი 70)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
„პაიდე (4-3-3)“: აკსალუ; ოიამაა, იუსიფი, კლავანი, სალისტე; სიმონი, მოოლი, ფროლოვი; ლუტსი (მოსნიკოვი 88), სააგი (სინგატე 58), ოვუსუ (პიჰტი 78)
მწვრთნელი: კარელ ვოოლაიდი
გოლები: 1:0 სხირტლაძე (22), 1:1 ლუტსი (61), 2:1 ხარაბაძე (65), 2:2 სინგატე (81), 2:3 პიჰტი (89)
გაფრთხილება: კალანდაძე (88)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 4 (4) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: მილოშ ბოშკოვიჩი (მონტენეგრო)