ფეხბურთი

17:29 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმისა" და "სლოვანის" საპასუხო მატჩს პორტუგალიელი არბიტრები იმსაჯებენ

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმისა“ და ბრატისლავის „სლოვანის“ საპასუხო მატჩს პორტუგალიელები იმსაჯებენ.

მთავარი მსაჯი ანტონიო ნობრე იქნება, მას პედრო მარტინში და პედრო ალმეიდა დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრის ფუნქციას ელდერ მალეირო შეასრულებს.

33 წლის ნობრე პორტუგალიის ჩემპიონატის გარდა, საერთაშორისო მატჩებზეც მუშაობს, მათ შორის, ევროპა ლიგაზე, სანაკრებო შეხვედრებსა და ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ერთი კვირის წინ კი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალში ინგლისისა და ისრაელის თამაში განსაჯა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმისა“ და „სლოვანის“ საპასუხო მატჩი 13 ივლისს, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება. ამ გუნდების პირველი თამაში სლოვაკეთში უგოლო ფრით დასრულდა.

0.114853