ფეხბურთი

16:23 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "გულშემატკივრების უკმაყოფილება ჩემთვის გასაგებია"

ბრატისლავის „სლოვანის“ მცველმა გურამ კაშიამ „დინამო ბათუმთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა მცველმა აღნიშნა, მისთვის გულშემატკივრების უკმაყოფილება გასაგებია, რადგან ისინი გამარჯვებას ელოდნენ.

„მესმის გულშემატკივრების უკმაყოფილება, რადგან ასეთ მატჩებში გამარჯვებას ელიან. ჩვენ საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ, ვერც რიცხობრივ უპირატესობაში. თუმცა, „დინამო ბათუმი“ ახლა სეზონის შუა ნაწილშია, ჩვენთვის კი ზაფხულის შესვენების შემდეგ პირველი თამაში იყო, ამიტომ, მეტი დრო გვჭირდება“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმისა“ და „სლოვანის“ საპასუხო მატჩი 13 ივლისს, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.

0.114424