ფეხბურთი

14:17 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელი: „ქალთა ფეხბურთი ძალიან ზანტია“

„აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ტეო იანსენმა, ჟურნალისტებთან საუბარში ქალთა ფეხბურთი გააკრიტიკა.

„ქალთა ფეხბურთი ძალიან ზანტია. მათ მატჩებში კაცებისთვის გაუგებარი ამბები ხდება. მაგალითად, ძალიან ბევრი უბრალო შეცდომებია - პასებში, ართმევაში, გადაწყვეტილებების მიღებისას. თანაც, როცა მცირე წნეხის ქვეშ ექცევიან, პანიკაში ვარდებიან და შემდეგ უფრო მეტ შეცდომებს უშვებენ.

მაგრამ ზოგჯერ სასიამოვნო საცქერია. შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რასაც კაცთა ფეხბურთში ვერ ნახავ.

კაცთა და ქალთა ფეხბურთს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ასეთი რამ არ არის არც ჩოგბურთში და არც სპორტის სხვა სახეობებში. ვნახოთ რა იქნება 20 წლის შემდეგ.“ - ციტირებს იანსენის სიტყვებს ნიდერლანდული RTL Nieuws.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124603