ფეხბურთი

12:30 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ფულემი“ ლენოთი დაინტერესდა

პრემიერლიგაში დაბრუნებული „ფულემი,“ „არსენალის“ გერმანელი მეკარის, ბერნდ ლენოს შეძენას ცდილობს - გვამცნობს West London Sport.

დედაქალაქური წყაროს ინფორმაციით, ლონდონურ კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება. მეკარის შეძენით პირადად ფულემელთა მთავარი მწვრთნელი, მარკუ სილვა დაინტერესებულა.

ლენოს თავადაც სურს კლუბის შეცვლა, მეტი სათამაშო დრო სჭირდება. რათა ზამთარში გერმანიის ნაკრებთან ერთად ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება შეძლოს.

„არსენალთან“ ლენოს კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

0.123073