საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩების სერიას იტალიასთან შეხვედრით გააგრძელებს. მეტოქე გუნდმა შეხვედრისთვის მზადება ფოთში დაიწყო და როგორც ჩანს ამ თამაშის მიმართ დიდი გეგმები აქვთ.
ჩვენი ქვეყნის გუნდთან დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა იტალიის ნაკრების წევრმა სიმონე ფერარიმ, რომელიც გუნდს 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დაუბრუნდა. თავდაპირველად გუნდში გამოძახების ემოციებზე ისაუბრა. ასევე მისი თქმით, ამ მატჩმა ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს, რადგან ქართველებს ექვს ერში თამაში სწორედ იტალიელების ნაცვლად სურთ და ამიტომ ყველა ხერხით გამარჯვება მათთვის მისაღები იქნება.
"მომენატრა მოედნის ატმოსფერო, ყველა ემოცია, რასაც ამ მაისურის ტარება მანიჭებს. ბევრს ვმუშაობდი იმისთვის, რომ საუკეთესო მდგომარეობაში ვყოფილიყავი და ზაფხულის მატჩებზე მეთამაშა. მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის ამ შესაძლებლობისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო გამარჯვებებში და გუნდთან ერთად ვიყო როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.
ბოლო დროს სხვადასხვა ტიპის მოწინააღმდეგეები გვყავდა. პორტუგალიასთან მოგება გაგვიჭირდა, თუმცა რუმინეთთან რეაბილიტაცია მოვახერხეთ. ჩვენი შემდეგი მეტოქე საქართველოს ნაკრებია, რომელსაც 4 წლის წინ ფლორენციაში შეხვდით. მას შემდეგ ეს გუნდი გაიზარდა. ტექნიკურად ძლიერი გუნდია. აცხადებენ, რომ ექვს ერში ჩვენს ნაცვლად თამაშს იმსახურებენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი დამარცხება შევძლოთ და ყველანაირი კითხვები გაქრეს. ვიცით, რომ ძალიან მოტივირებულები არიან, მაგრამ ყველანაირი ხერხით გასამარჯვებლად მზად ვართ“, - განაცხადა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და იტალიის მორაგბეთა ნაკრები გუნდების შეხვედრა 10 ივლისს, ბათუმში გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. საქართველომ ზაფხულის ტესტების პირველი შეხვედრა არგენტინა XV-თან ჩაატარა და დამარცხდა, ხოლო იტალიის შემდეგ 16 ივლისს, ქუთაისის აია არენაზე, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენს ნაკრებს დიდად არ განუცდია პროგრესი, მოდი რეალობას თვალი გავუსწოროთ, განსხვავებით ახალგაზრდული ნაკრების სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშისა. დიდ ნაკრებში მცირე პროგრესი კია, მაგრამ არა თვალშისაცემი. აი იტალიას რაც შეეხება, ამას წინათ მათ უელსს მოუგეს და ჩვენებს მათთან იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელით, თუმცა ძალიან საინტერესო მატჩი გველის არამარტო იტალიელთა მოლოდინებიდან გამომდინარე.
სიტყვებმა – "ქართველები აცხადებენ, რომ ექვს ერში ჩვენს ნაცვლად თამაშს იმსახურებენ - ეს კითხვები უნდა გაქრეს", შესაძლოა მათ ცუდი სამსახური გაუწიოს.
რა ზღაპრებს არ მოიგონებენ, ესენი რუსებზე უარესები არიან, ერთია რომ თამაში იციან იმ ღორებისგან განსხვავებით )))
მე პირადად აღარ ვითხოვ ! იმიტომ რომ ჯერ ერთი იქ ისევე არ მიგვიღებენ როგორც ნატოში და ევროკავშირში ! და მეორეც თუ მიღება იყო 5 წლის წინ უნდა მივეღეთ როცა მართლა ძშლიერი გუნდი გვყავდა !
არ ვიცი რა მოეჩვენა იტალიელს, თუ დიპლომატიას მიმართა, მაგრამ მე რამდენიმე წელია ვერ ვამჩნევ ჩვენს ნაკრებს ტექნიკურად გაზრდას, კარგი შევსების მიეხედავად...და თუ ვინმე ამჩნევს დაადასტუროს ანალიზით. მთავარია პორტუგალიასთან არ ჩავარდეთ...გამახარა 2- წლიანების ასეთმა მოგებამ შოტლანდიასთან, გასაგებია რომ უმოტივაციო მომეჩვენა სკოტები, მაგრამ გამახარა ბიჭების ლაღმა, სწრაფმა თამაშმა. უფრო ძლიერებთან ასე არ გამოდის, მაგრამ სწორედ, გამართულად თამაშშს მიეჩვევიან და მერე მათთანაც გამოვა... წინ საქართველო, მეტი შრომით, სწავლით და გარჯით, გამარჯვებებისკენ!
ან ის სად ნახა მათ მაგივრად თამაშს რომ ვითხოვდეთ, ვითხოვთ რომ ყველაფერი სპორტული პრინციპით მოხდეს ანუ გავარდნა აღზევების სისტემა იყოს 6 ერშიც ან უნრალოდ დაგვამატონ 6 ერს. ან ფლეიოფი მაინც გვათამაშონ ხოლმე 6 ერის ბოლო ადგილოსანთან და როცა მოგვიგებს უმ წელს დარჩეს ხოლმე 6 ერში.
მაგრამ იციან რომ ერთხელ თუ შევედით 6 ერში ისე გავძლიერდებით რომ მერე იტალია ვეღარასოდეს მოგვიგებს