ფეხბურთი

10:16 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ევროს გახსნის მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა

ინგლისში ქალთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. გახსნის მატჩს მანჩესტერის „ოლდ ტრაფორდზე“ ინგლისსა და ავსტრიას შორის, 68 871 მაყურებელი დაესწრო, რაც ტურნირის ახალი რეკორდია - გვამცნობს უეფას პრესსამსახური.

ინგლისელებმა 1:0 გაიმარჯვეს ბეტ მიდის გოლით.

ეს მათი ზედიზედ მე-15 მოგება გახლავთ სარინა ვეგმანის ხელმძღვანელობით.

0.135999