სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:05 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მონცამ" იტალიის ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა და გალიანიმ კაპიტნად დანიშნა

იტალიურმა „მონცამ“ ბერგამოს „ატალანტადან“ იტალიის ნაკრების ნახევარმცველი მატეო პესინა გაიფორმა.

„მონცამ“ პესინა 1-წლიანი იჯარით დაიმატა და მისი გამოსყიდვის ვალდებულება 15 მილიონ ევროდ ექნება, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა, კლუბი ადგილს სერია A-ში. აღსანიშნავია, რომ ადრიანო გალიანიმ პესინა კლუბის კაპიტნად დაასახელა და საკმლაურიც გადასცა.

აღსანიშნავია, პესინა მონცაში დაიბადა და „მონცას“ აკადემიაში გაიზარდა, ხოლო მთავარ გუნდში 2014-2015 წლების სეზონში 26 მატჩში 6 გოლი გაიტანა. 25 წლის ნახევარმცველს „ლეჩეში“, „კატანიაში“, „კომოში“, „სპეციასა“ და „ვერონაში“ უთამაშია, ხოლო 2018 წელს „ატალანტას“ შეუერთდა. იტალიის ნაკრებში მას 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, 2 გოლი ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა (უელსთან და ავსტრიასთან), სადაც „სკუადრა აძურას“ რიგებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

„მონცა“ სერია A-ს დებიუტანტია, მაგრამ დიდი მიზნები აქვს. კლუბმა უკვე დაიმატა ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც ანდრეა რანოკია, ალესიო კრანიო და სტეფანო სენსი არიან. „მონცას“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონია, გენერალური დირექტორი - ადრიანო გალიანი.

სხვათა შორის, გალიანიმ განაცხადა, რომ კლუბის მიზანი სერია A-ში ადგილის შენარჩუნება კი არა, მინიმუმ მოწინავე ათეულში მოხვედრაა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.132229