ფეხბურთი

18:42 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული მედია: "ბაიერნში" ფიქრობენ, რომ "ბარსელონა" ორ წელიწადში აღარ იარსებებს

„ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ რობერტ ლევანდოვსკის დამატებას ცდილობს, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

გერმანული გუნდი 50 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ესპანელებს ლევანდოვსკის სანაცვლოდ „ბაიერნისთვის“ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა მომდევნო წლებში სურთ.

გერმანული მედიის ცნობით, ეს ჰიპოთეზა მიუნხენელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან „ბაიერნში“ ფიქრობენ, რომ 1-2 წლის შემდეგ „ბარსელონა“ აღარ იარსებებს. Bild-ის ცნობით, „რეკორდმაისტერის“ ბოსები დარწმუნებული არიან, რომ ესპანური კლუბის ფინანსური პრობლემების გამო სულ მალე გაკოტრდება, ამიტომ, თუ ლევანდოვსკის გაყიდიან, მთლიანი თანხის დაუყოვნებლივ მიღება სურთ.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მის განახლებაზე უარი თქვა. პოლონელმა „ბარსელონაში“ გადასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა.

0.112577