ფეხბურთი

17:57 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

40 წლის ხოაკინმა "ბეტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთი ხოაკინ სანჩესი კარიერის დასრულებას არ აპირებს. 40 წლის ნახევარმცველმა სევილიის „ბეტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ხოაკინი ანდალუსიელთა ღირსებას 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს. აღსანიშნავია, რომ ხოაკინი მიმდინარე თვეში 41 წლის ხდება.

მან საფეხბურთო კარიერა სწორედ „ბეტისში“ დაიწყო, სადაც 2000-2006 წლებში 256 მატჩში 35 გოლი გაიტანა. მშობლიურ გუნდს ის 2015 წელს დაუბრუნდა და მას შემდეგ დღემდე 242 თამაშში თავი 29-ჯერ გამოიჩინა. ხოაკინს შუალედში „ვალენსიაში“, „მალაგასა“ და „ფიორენტინაში“ აქვს ნათამაშები, ესპანეთის ნაკრებში კი 2002-2007 წლებში 51 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112054