ფეხბურთი

11:32 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდესკი MLS-ში გადასვლასთან ახლოსაა

იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი სავარაუდოდ კარიერას MLS-ში, „ტორონტოში“ გააგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, კანადური კლუბი მზადაა 28 წლის იტალიელს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ ფედერიკო თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ კლუბში უფასოდ გადასვლა შეუძლია.

„ტორონტომ“ ცოტა ხნის წინ ორი იტალიელი ფეხბურთელი, ლორენცო ინსინიე და დომენიკო კრიშიტო უკვე დაიმატა, ახლა კი შესაძლოა, მათ ბერნარდესკიც შეუერთდეს.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკიმ კარიერა „ფიორენტინაში“ დაიწყო, შემდეგ „კროტონეში“ ითამაშა, ხოლო 2017-2022 წლებში „იუვენტუსის“ მაისურით 183 მატჩში 12 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში ბერნარდესკის 39 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.

0.118194