ფეხბურთი

12:01 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი "მილანში" დარჩება

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ რჩება. Sky Sport-ის ინფორმაციით, შვედი ფეხბურთელი იტალიურ კლუბთან კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.

ზლატანი „მილანში“ 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც ბონუსები დაემატება. აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩი ამჟამად ტრავმირებულია და მოედანს სავარაუდოდ ზამთრამდე ვერ დაუბრუნდება.

40 წლის ფეხბურთელი „მილანში“ 2020 წლის იანვარში დაბრუნდა და მას შემდეგ 74 შეხვედრაში 36 გოლის გატანა მოახერხა. იბრა „მილანში“ 2010-2012 წლებშიც ირჯებოდა და მაშინ 85 თამაშში თავი 56-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110296