ფეხბურთი

1:27 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სლოვანის" დირექტორი: "დინამო ბათუმი" აუტსაიდერი არაა, მათ თამაშს 17 000 ადამიანი ესწრება"

ბრატისლავის „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა განაცხადა, რომ „დინამო ბათუმი“ წყვილში აუტსაიდერი არაა. სლოვაკმა მაგალითად, გულშემატკივრები მოიყვანა და აღნიშნა, რომ გუნდი, რომლის თამაშს 20 ათასამდე ქომაგი ესწრება, შეუძლებელია აუტსაიდერი იყოს.

„ცოტა ხნის წინ „დინამო ბათუმის“ მატჩს ვუყურე საქართველოს ჩემპიონატში. მათ ტურნირის ბოლოადგილოსანთან ითამაშეს. ლამაზი, ახალი სტადიონი აქვთ და მატჩს თითქმის 17 ათასი მაყურებელი დაესწრო. ჩვენს ქვეყანაში კი ბოლოადგილოსანთან შეხვედრაში სტადიონზე 3 ათასი გულშემატკივარი მოდის. ხალხის მხრიდან სტაბილური და მასიური მხარდაჭერის ნაკლებობაა. ვხედავ, რომ ყველა „დინამო ბათუმს“ აუტსაიდერად მიიჩნევს, მაგრამ მათი გულშემატკივრების რაოდენობა ჩვენსას რამდენჯერმე აღემატება. მაშინ გამოდის, რომ ისინი აუტსაიდერები ვერ იქნებიან. თუმცა, მჯერა, რომ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ტრიბუნებზეც არ დავმარცხდებით“, - თქვა კმოტრიკმა.

შეგახსენებთ, „სლოვანისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ბათუმშია დაგეგმილი.

0.117648