ფეხბურთი

0:49 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინიაკი უილიამსი განის ნაკრებში ითამაშებს

ბილბაოს „ატლეტიკის“ თავდამსხმელი ინიაკი უილიამსი ამიერიდან განის ნაკრებში ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

28 წლის ფეხბურთელს, რომელიც ბილბაოში დაიბადა, განელი მშობლები ჰყავს და გადაწყვიტა, რომ განელთა ღირსება დაიცვას. აღსანიშნავია, რომ ინიაკის 2016 წელს ესპანეთის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ განის ნაკრებში თამაში შეუძლია.

უილიამსი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, სადაც განას მეტოქეები პორტუგალია, ურუგვაი და სამხრეთ კორეა იქნებიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელს ლა ლიგაში ზედიზედ 233 მატჩი აქვს ჩატარებული და 2016 წლიდან ერთი მატჩიც არ გამოუტოვებია.

0.117835