ფეხბურთი

15:46 | 5.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რომამ“ გედეშს დაადგა თვალი

„ვალენსიის“ თავდამსხმელი, გონსალუ გედეში, იტალიური „რომას“ ინტერესის სფეროში მოექცა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, რომაელთა ხელმძღვანელობა 25 წლის პორტუგალიელს ნიკოლო ძანიოლოს შემცვლეად განიხილავს, რომელიც „იუვენტუსში“ გადასვლას აპირებს.

გედეშს კი „ღამურებთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში უმთავრდება.

გასულ სეზონში მან „ვალენსიის“ მაისურით ყველა ტურნირში 42 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112982