ფეხბურთი

12:34 | 5.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ „ბრიუგეს“ ახალგაზრდა თავდამსხმელს ყიდულობს

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა, „მილანმა,“ ბელგიურ „ბრიუგეს“ თავდამსხმელ შარლ დე კეტელარეს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა - გვამცნობს ჟურნალისტ ჯანლუიჯი დი მარციოს ვებ-გვერდი.

იტალიელები „ბრიუგეს“ 21 წლის ფორვარდში 20 მილიონ ევროს სთავაზობენ. თუმცა, ბელგიელები მეტს ითხოვენ. არგუმენტი „ლიდსის“ მხრიდან კონკურენციაა.

„მილანი“ ასევე „ჩელსის“ ნახევარმცველ ჰაკიმ ზიეშსაც უტრიალებს.

კეტელარე „ბრიუგეს“ აღზრდილია. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირის 30 მატჩში 12 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

0.129254