ფეხბურთი

1:20 | 5.07.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მაკარიძე ლა ლიგა 2-ის კლუბში გადავიდა

გიორგი მაკარიძე კარიერას ისევ ესპანეთის ლა ლიგაში 2-ში გააგრძელებს და „პონფერადინას“ ღირსებას იცავდა. ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

მაკარიძე „პონფერადინას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რაც „ალმერია“ დატოვა. აღსანიშნავია, რომ 32 წლის მეკარე ისევ ხოსე გომესთან იმუშავებს, რომელიც „ალმერიას“ მთავარი მწვრთნელი იყო და მის პერიოდში გიორგი გუნდის მთავარი მეკარე იყო.

მაკარიძემ ბოლო ორი სეზონი „ალმერიაში“ გაატარა, რომლის მაისურით ამ ორ წელიწადში 38 თამაში ჩაატარა. აქედან 34 2020-2021 წლების სეზონში, ხოლო გასულ სეზონში მოედანზე მხოლოდ ოთხჯერ გავიდა. აღსანიშნავია, რომ „ალმერია“ ლა ლიგაში აღზევდა.

საქართველოს ნაკრებში მაკარიძეს 18 მატჩი აქვს ჩატარებული. „პონფერადინა“ ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში 16 აგვისტოს, „კარტახენას“ ესტუმრება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:42 | 03.02.2017
dinamo222 (8587)

აუუ დაწერეთ მაინც როგორაა ზაზა და რამდენი გაუცდება კიდეევ ? რომ არ ითამაშა ისედაც ვიციით @@

19:23 | 03.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

2კვირა ყველაზე მაქსიმუმიო წესით მანამდეც დაბრუნდება

13:45 | 03.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გოლდენის დამარცხება წარმოუდგენელია ვაშინგტონი და ვოლი ბრავო

0.064074