ფეხბურთი

20:04 | 4.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისმა" იტალიის ნაკრების მცველი დაიმატა

სევილიის „ბეტისმა“ რომის „ლაციოს“ ბრაზილიელი მცველი ლუის ფელიპე დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელი ანდალუსიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

ლუის ფელიპე „ლაციოში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 144 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ის „სალერნიტანასა“ და „იტუანოს“ რიგებში ირჯებოდა.

ლუის ფელიპე ბრაზილიელია, მაგრამ ცოტა ხნის წინ იტალიური პასპორტი აიღო და იტალიის ნაკრების კანდიდატია, რომლის ღირსება ჯერჯერობით, ერთხელ დაიცვა.

0.120771