ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ნახევარმცველი დუგლას ლუისი შესაძლოა „მილანში“ გადავიდეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
24 წლის ბრაზილიელს ინგლისელებთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის. მისი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გაისად კლუბთან ხელშეკრულება ეწურება, შესაძლოა მისი ფასის დაკლებაზე გავლენა იქონიოს.
„როსონერი“ ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და იტალიური მედიის ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევის დიდი შანსია.
დუგლას ლუისი „ასტონ ვილაში“ 2019 წელს გადავიდა და 111 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ვასკო და გამასა“ და ესპანურ „ჟირონაში“ თამაშობდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში მის ანგარიშზე 9 მატჩია.