ფეხბურთი

13:00 | 4.07.2022 | ნანახია 439 - ჯერ

ოფიციალურად: გაბრიელ ჟეზუსი "არსენალის" ფეხბურთელია

ლონდონის „არსენალმა“ გაბრიელ ჟეზუსი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „მეთოფეებმა“ 52 მილიონი ევრო გაიღეს და ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. სამხრეთ ამერიკელი „არსენალში“ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გაბრიელ ჟეზუსი 2016 წლიდან „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა და 236 შეხვედრაში 95 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე კარიერა „პალმეირასში“ დაიწყო. ბრაზილიის ნაკრებში მას 56-ჯერ აქვს ნათამაშები, მეტოქეთა კარში კი 19 გოლი გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:56 | 04.07.2022
O. Mertskhali (8101)

სერიოზული ფოტოა ) თუ რამე სერიოზულს მიაღწია, შეიძლება სურათებად (და ა.შ.) იქცეს )

14:35 | 04.07.2022
KoRBeN DaLLaS (24838)

აბაა )) ვითარცა ქრისტე გადაჰყურებს კორკოვადოდან რიო დე ჟანეიროს.

0.113701