ჩოგბურთი

4:55 | 4.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკი კორნესთან დამარცხდა და უიმბლდონს გამოეთიშა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი იგა სვიატეკი უიმბლდონს დაემშვიდობა. ის ფრანგ ალის კორნესთან შეხვედრაში, 6-4, 6-2 დამარცხდა. ამგვარად, პოლონელი ჩოგბურთელის წაუგებელი თამაშების სერია, რომელიც ზედიზედ 37 მოგებას ითვლის, შეწყდა.

კორნემ პირველი სამი გეიმი მოიგო, მაგრამ სვიატეკმა სამივე გაქვითა. მაგრამ მისი თავდაჯერება სადღაც გაქრა. და მან შეცდომებს უხშირა. სვიატეკს ვერც იმან უშველა, რომ მეორე სეტში თავიდან 2-0 დაწინაურდა. 32 კორნე უბრალოდ, მასზე უკეთ თამაშობდა.

ფრანგი დიდი სლემის ზედიზედ 62-ე ტურნირზე თამაშობს, რითაც იაპონელი აი სუგიამას მიღწევა გაიმეორა. მისი მომდევნ მეტოქე, ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი იქნება და მოგების შემთხვევაში, ამ სეზონში დიდი სლემის მეორე ტურნირის მეოთხედფინალში გავა.

„ახლა ის თამაში გამახსენდა, რომელშიც რვა წლის წინათ, აქვე სერენა უილიამსს მოვუგე. იქნებ, ამ კორტს ჩემთვის იღბლის მომტანი შარმი აქვს. ვიცოდ, რომ ეს შემეძლო. იგა ბალახზე ოდნავ უხერხულად გრძნობს თავს და მე ეს გამოვიყენე“, - განაცხადა კორნემ. სხვათა შორის, როდესაც მან სერენა დაამარცხა, ამერიკელიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო...

0.119656